ფილიპინებში სასტუმროზე თავდასხმას 36 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 02.06.2017
ნანახია: 1250

ფილიპინების დედაქალაქში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა. მანილას სასტუმროში მდებარე კაზინოს გაძარცვის მიზნით შენობაში შეირაღებული მამაკაცი შეიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანების გარდაცვალები მიზეზი კვამლით გაგუდვა გახდა.

ხელისუფლების განცხადებით, სასტუმროზე თავდასხმა ქალაქ მარავიში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას არ უკავშირდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე