ქაბულის ტერაქტის საპასუხოდ 11 მსჯავრდებულს სიკვდილით დასჯიან

საქართველო, თბილისი - 15:08 | 01.06.2017
ნანახია: 1281

გუშინ ქაბულში განხორციელებული ტერაქტის საპასუხოდ ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ 11 მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. ისინი რადიკალური მოძრაობა „თალიბანისა“ და ტერორისტული დაჯგუფება „ჰაკანის ქსელის“ წევრები არიან.  

ქაბულში ძლიერ აფეთქებას 90 ადამიანი ემსხვერპლა და 380 დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

„ჰაკანის ქსელი“ აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაციად 2012 წელს გამოაცხადა. დაჯგუფებას მჭიდრო კავშირები აქვს „თალიბანსა“ და „ალ-ქაიდასთან“.

ავღანეთის სპეცსამსახურებს მიაჩნიათ, რომ ქაბულის ტერაქტი „ჰაკანის ქსელმა“ დაგეგმა, მათივე აზრით, აფეთქებასთან კავშირი აქვს პაკისტანის დაზვერვასაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე