თვითმმართველობების შემცირება მათი ბიუჯეტების შემცირებას არ გულისხმობს - პრემიერი
საქართველო, თბილისი - 13:49 | 01.06.2017 ნანახია: 1314
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუნიციპალიტეტების შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც ხელს უშლის თვითმმართველობის განვითარებას, ცვლილებები კი ხელს პირიქით, შეუწყობენ მათ განვითარებას. პრემიერი აცხადებს, რომ თვითმმართველობა საქართველოში კიდევ უფრო დაბალ, მუნიციპალურ დონეებამდე ჩაიშლება.
"ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას. ეს გახლავთ 14 მუნიციპლაიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და ჩვენ დღევანდელი ცვლილებით, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. ეს მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება. როდესაც ჩვენ ქალაქის და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ, ამ შემთხვევაში ავტომატურად დაჯამდება ეს ბიუჯეტი, რომელიც არსებობს ამ რაიონში თუ ქალაქში და არავითარ შემთხვევაში არ მოაკლდება არც ერთი თეთრი. მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ, გახლავთ ის, რომ ელემენტარულად ამ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, იყო უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობის კუთხით და ასევე, მთელ რიგ შემთხვევაში, ფუნქციების დუბლირება ხდებოდა. გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების განვითარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებს, მერის სამსახურის უფროსებს და ამით თავიდან იქნება აცილებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. მისი თქმით, საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები.
მთვრობის დღევანდელი სხდომის ერთ-ერთ მთავარი განსახილველი თემა გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებული წინადადებაა, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარმოადგინა.
შვიდ თვითმმართველ ქალაქსა და 7 სათემო მუნიციპალიტეტში საკრებულოებმა მხარი დაუჭირეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ.
პოლიტიკა
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
- ისტორიული არჩევანის გაკეთებისას რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ გავიდოდა 35 წელი, საქართველო კი, ისევ არსებობის ზღვარზე იდგებოდა, საქართველოს დღეს მეტი მეგობარი გულშემატკივრობს, მაგრამ ბრძოლა ჩვენი მოსაგებია - სალომე სამადაშვილი
მსოფლიო
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















