თურქულმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 01.06.2017
ნანახია: 1287

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერაყის საზღვართან თურქულმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

წინასწარი მონაცემებით დაიღუპა 13 სამხედრო მოსამსახურე.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი AS 532 Cougar-ი სენობის ავიაბაზიდან აფრენისთანავე ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო. კატასტროფის ადგილზე გაგზავნილია მაშველთა რაზმები. ადგილზე იმყოფება თურქეთის თავდაცვის მინისტრიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე