რუსეთი კვლავ სტიქიის მოლოდინშია

საქართველო, თბილისი - 17:32 | 31.05.2017
ნანახია: 1270

დამანგრეველი ქარიშხლის შემდეგ რუსეთი კვლავ სტიქიის მოლოდინშია. სინოპტიკოსთა ვარაუდით, 1 ივნისის ღამეს დედაქალაქში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

ქარის სიჩქარე სავარაუდოდ წამში 20 მეტრს მიაღწევს, რასაც შესაძლოა დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს. სტიქია თავს მოსკოვს 2 დღის წინ დაატყდა.

ქარიშხალმა 15 ადამიანი იმსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე