ერ-რიადის სკოლაში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 17:21 | 31.05.2017
ნანახია: 1210

ორი ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად საუდის არაბეთის დედაქალაქში ალ-აჰლიას კერძო სკოლაში.

პოლიციის განცხადებით ეჭვმიტანილის ზუსტი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

თუმცა ერთ-ერთი არაბული პორტალის მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი ყოფილმა ერაყელმა მასწავლებელმა გახსნა.

უშიშროების ძალების წარმომადგენლები თავდამსხმელის დაკავებას ამ დრომდე ცდილობენ, რომელიც ისევ სკოლის შენობაში იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე