ქაბულის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

საქართველო, თბილისი - 15:53 | 31.05.2017
ნანახია: 1276

ქაბულში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია TV 1 იტყობინება.

მასშტაბური ტერორისტული აქტი დღეს დილით ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ კვარტალში, გერმანიის საელჩოს სიახლოვეს განხორციელდა.

წინასწარი ვერსიით, ბომბი წყლის ცისტერნაში იყო ჩამონტაჟებული. აფეთქებას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 300-ს აღემატება. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ირანის ელჩმა.

დაშავებულთა შორის იაპონიისა და გერმანიის საელჩოს თანამშრომლები და ბიბისის ჟურნალისტებიც არიან. ტერაქტის შედეგად დაიღუპა ბიბისის გადამღები ჯფგუფის მძღოლიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე