შარლ დე გოლის საფლავის დაზიანებისთვის 5 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:43 | 31.05.2017
ნანახია: 1278

საფრანგეთის პოლიციამ შარლ დე გოლის საფლავის შეურაცხყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

ინციდენტი კოლომბე-ლე-დე-ეგლიზის სასაფლაოზე 27 მაისს მოხდა.

ვანდალებმა საფრანგეთის ეროვნული გმირის საფლავზე ჯვარი დაამტვრიეს.

ეჭვმიტანილები გუშინ ქალაქ შომონში დააპატიმრეს. დაკავებულთა შორის ქალიცაა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე