ქაბულში აფეთქების შედეგად ირანის ელჩი დაიჭრა- დაღუპულთა რაოდენობა 90-ს აღწევს

საქართველო, თბილისი - 12:19 | 31.05.2017
ნანახია: 1282

ქაბულში აფეთქების შედეგად ავღანეთში ირანის ელჩი მომამათ რედა ბარჰამი დაიჭრა. ავღანეთის დედაქალაქში აფეთქება დღეს დილით გერმანიისა და ირანის საელჩოებისა და პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს გაისმა. გავრცელებული ცნობით, დაშავდნენ ირანის მედიასაშუალებებისა და „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტები.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია. დაშავებულია 350-ზე მეტი ადამიანი.

მედიის ცნობით, დაზიანებულია ირანისა და საფრანგეთის საელჩოებისა და სხა შენობები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე