ქაბულში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 31.05.2017
ნანახია: 1450

ქაბულში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეარხი Tolo News-ი ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება და ინფორმაციას კიდევ 325 დაშავებულის შესახებ ავრცელებს.

ძლიერი აფეთქება ქაბულში დღეს დილით პრეზიდენტის სასახლისა და უცხო ქვეყნების საელჩოების სიახლოვეს მოხდა. დაზიანდა უამრავი შენობა.

წინასწარი ინფორმაციით, წყლის გადამზიდი დანაღმული ავტომობილი გერმანიის საელჩოსთან აფეთქდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე