რუსულმა სამხედრო გემებმა პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიში მიიტანეს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 31.05.2017
ნანახია: 1230

რუსულმა ფრეგატმა „ადმირალ ესენმა“ და წყალქვეშა ნავმა „კრასნოდარმა“ სირიაში პალმირას რაიონში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ამის შესაებ რუსეთის თვადაცვის სამინისტროში აცხდებენ.

რაკეტების სამიზნეს პალმირაში განთავსებული მძიმე ტექნიკა და მებრძოლების ცოცხალი ძალა წარმოადგენდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სამიზნე წარმატებით განადგურდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია რუსეთმა 2015 წელს დაიწყო.

თუმცა დასავლეთი მიიჩნევს, რომ რუსეთი სამოქალაქო ომში ფაქტობრივად მხარს ბაშშარ ასადის რეჟიმს უჭერს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე