დუბაიში უცხო ქვეყნის მოქალაქეს Facebook-ში მუსულმანების შეურაცხყოფისათვის პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 30.05.2017
ნანახია: 1268

დუბაიში ინდოეთის მოქალაქეს ერთწლიანი პატიმრობა და 136 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს Facebook-ში მოციქულის მუჰამედისა და მუსულმანების შეურაცხყოფისათვის.

თავად 30 წლის ინდოელი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისი აქაუნტი გატეხეს.

სოციალურ ქსელში მისი შეურაცხმყოფელი ჩანაწერები ნოემბერში გაჩნდა. ამასთან, გამოძიებამ აჩვენა, რომ მან ეს ჩანაწერები გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე წაშალა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის მოხდის შემდეგ ინდოელი მამაკაცის დეპორტაცია მოხდება.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე