საუდის არაბეთში „ცოდვის გადასახადი“ ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 16:31 | 30.05.2017
ნანახია: 1379

საუდის არაბეთში 10 ივნისიდან „ცოდვის გადასახადი“ შედის ძალაში, რომელიც სიგარეტის მოწევისთვის, ენერგეტიკული და გაზიანი სასმელების მოხმარებისთვის წესდება.

კერძოდ სიგარეტი 100%-ით იბეგრება, ხოლო ენერგეტიკული და გაზიანი სასმელი 50%-ით. შესაბამისად საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში არის პირველი ქვეყანა, რომელსაც აქციზის გადასახადი შემოაქვს და რომელიც ცნობილია როგორც „ცოდვის გადასახადი“.

მთავრობის პროგნოზით „ცოდვის გადასახადიდან“ ბიუჯეტში წლის ბოლომდე 1,87 მლრდ დოლარის შემოსავალი შევა.

„ცოდვის გადასახადის“ ამოქმედება ნაწილია იმ დიდი კამპანიისა, რომელსაც ქვეყანა ნავთობის ფასის გაიაფების გამო ეწევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე