თვითმფრინავის კატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 30.05.2017
ნანახია: 1182

სამი ადამიანი დაიღუპა მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ავსტრალიის სამხრეთით. ამის შესახებ ტელეარხი Sky News Australia იტყობინება.

სამაშველო ჯგუფმა თვითმფრინავის ნამსხვრევები რენმარკის აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში აღმოაჩინა.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, თვითმფრინავის პილოტმა განგაშის სიგნალი აფრენისთანავე გაუშვა. პოლიციის მტკიცებით, ბორტზე პილოტთან ერთად კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე