მესამე აფეთქება ბაღდადში -არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 15:46 | 30.05.2017
ნანახია: 1280

მესამე აფეთქება მოხდა ბაღდადში. ერაყის დედაქალაქის ცენტრში აფეთქების ხმა ავტოსადგომზე გაისმა. დაშავდა სამი ადამიანი.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს ეს უკვე მესამე აფეთქებაა. პირველი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 46 კი დაშავდა. ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მეორე აფეთქება ბაღდადის ცენტრში საპენსიო დეპარტამენტის შენობის წინ მოხდა. აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე