ბაღდადში მეორე აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 30.05.2017
ნანახია: 1276

სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაიჭრა ბაღდადში მეორე აფეთქების შედეგად. ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში მეორე აფეთქებაა.

ამჯერზეც ბომბი ავტომობილში ამოქმედდა. თვითმხილველთა მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს სქელი შავი კვამლი.

სხვა დეტალები არ ვრცელდება. მანამდე ერაყის დედაქალაქის ცენტრში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.

 აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე