ბაღდადში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 30.05.2017
ნანახია: 1244

სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა ერაყის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქებისას. „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, აფეთქება ბაღდადის ცენტრში ნაყინის მაღაზიის გვერდით მოხდა. პოლიციის მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა  ავტოსადგომზე პარკირებულ მანქანაში ამოქმედდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე