სტომატოლოგმა პაციენტს 22 საღი კბილი ამოუღო

საქართველო, თბილისი - 18:28 | 29.05.2017
ნანახია: 1267

სანკტ-პეტერბურგელი სტომატოლოგის წინააღმდეგ, რომლის სახელიც არ ხმაურდება, სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა.

როგორც გამოძიებით გაირკვა, მან 43 წლის ქალბატონს მოტყუებით 22 საღი კბილი ამოუღო და მათ ნაცვლად უხარისხო პროტეზები ჩაუსვა.

სტომატოლოგიური მომსახურებაში ექიმმა პაციენტისგან 843 ათასი რუბლი (15 ათასი დოლარი) აიღო.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე