Rolls-Royce-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გამოუშვა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 29.05.2017
ნანახია: 1292

ბრიტანულმა ავტომობილების სამშენებლო კომპანიამ Rolls-Royce-მა ახალი მოდელი  Sweptail-ი გამოუშვა. ავტომობილი ერთ-ერთი მყიდველის დაკვეთით შექმნეს, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

ახალი ავტომობილი 1925 წელს გამოშვებულ Phantom I Round Door by Jonckheere-ს მოდელს გავს. ის ორადგილიანია და პანორამული სახურავი აქვს.

მედიის ცნობით, ავტომობილის ღირებულება 12,8 მლნ დოლარს შეადგენს. თუმცა კომპანიაში ამ ინფორმაციის კომენტარზე უარი განაცხადეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე