სტომატოლოგმა პაციენტს 22 ჯანმრთელი კბილი ამოუღო

საქართველო, თბილისი - 16:29 | 29.05.2017
ნანახია: 1362

 

სანქტ-პეტერბურგში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სტომატოლოგის წინააღმდეგ, რომელმაც პაციენტს 22 ჯანმრთელი კბილი ამოუღო.

გამოძიების ინფორმაციით, 2014 წელს ეჭვმიტანილმა 43 წლის პაციენტი შეცდომაში შეიყვანა, ამოუღო 22 ჯანმრთელი კბილი და მათ ნაცვლად დაბალი ხარისხის ხელოვნური კბილები, ე.წ ხიდი გაუკეთა.

პაციენტმა ექიმს 1500 დოლარი გადაუხადა.

მსგავსი შემთხვევები სტომატოლოგიურ მომსახურებაში ხშირად ხდება. მაგალითად, საფრანგეთში, შარშან რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა ჰოლანდიელ სტომატოლოგს იაკობუს ვან ნიეროპის, რომელსაც პრესაში „ექიმ-საშინელებას“ უწოდებდნენ. მან აღიარა, რომ სიამოვნებას ანიჭებდა პაციენტებისთვის ტრავმებისა და ტკივილის მიყენება და მათი დამახინჯება. მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად 120 პაციენტი დაზარალდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე