ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ნატო-ს მიერ გადმოდგმული ნაბიჯის გამოყენებას - დავით ბაქრაძე
საქართველო, თბილისი - 16:00 | 29.05.2017 ნანახია: 1323
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიღებული დეკლარაციით ნატო-მ ჩვენი ქვეყნისკენ სერიოზული ნაბიჯი გადმოდგა",- საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ დეკლარაციას აფასებს. ბაქრაძის თქმით, დეკლარაციის პრაქტიკულად ერთხმად მიღება მნიშვნელივანია, რაც საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა.
„დეკლარაციაში ორი ბლოკია. პირველი ბლოკი საქართველოს ტერიტორიების მთლიანობის, ევროატლანტიკური მომავლისა და ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერაა. მნიშვნელოვანია მეორე ბლოკი, სადაც საუბარია როგორი უნდა იყოს საქართველო, რომ ნატო-ს წევრი გახდეს. უფრო დემოკრატიული მედია პლურალიზმით, უკეთესი სასამართლოთი და ძლიერი ოპოზიციით. დეკლარაციის ორივე ნაწილი ერთმანეთს ავსებს. ორივე ნაწილი არის გზა წინ, გზა უკეთესი ევროპული საქართველოსკენ“,- აღნიშნავს ბაქრაძე.
მისივე თქმით, ამ დეკლარაციით ნატო-მ ჩვენი ქვეყნისკენ სერიოზული ნაბიჯი გადმოდგა და ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ამ ნაბიჯის გამოყენებას, ამ ქვეყანაში რამდენად შევძლებთ უკეთესი დემოკრატიის მშენებლობას და უახლოეს წლებში ჩვენი ამოცანის შესრულებას, ნატო-ში გაწევრიანებას.
„უკეთესი ქართული დემოკრატია დღესაც ნატო-ში გაწევრიანების პირობაა. ქართული შიდა დემორაკტია ნატოში ჩვენი მომხრეებისთვის არგუმენტი უნდა იყოს, საქართველო ნატო-ში რატომ უნდა მიიღონ და საქართველოს სკეპტიკოსების წინააღმდეგ არგუმენტი იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ში ყოფნას იმსახურებს. ამიტომ კარგია, რომ დეკლარაციაში ქართულ დემოკრატიის განვითარების საკითხს ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია დღეს მიიღეს.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















