რუსეთი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის უფრო საშიშია, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“-მაკკეინი

საქართველო, თბილისი - 15:52 | 29.05.2017
ნანახია: 1243

რუსეთი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის უფრო საშიშია, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“. ამის შესახებ ამერიკელმა  სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა. ამასთან მან იმედი გამოთქვა, რომ სენატის არდადეგების შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება.   

 „ვფიქრობ, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუძლია ჩაიდინოს საშიში ქმედებები, ძალიან მაღელვებს ის, რაც ხდება მუსულმანურ რწმენასთან დაკავშირებით, ძალიან მაღელვებს ბვერი რამ, რაც მას ეხება. მაგრამ სწორედ რუსები ცდილობენ დაანგრიონ დემოკრატიის საფუძვლები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ  შეცვალონ ამერიკის არჩევნების შედეგები“, - აღნიშნა სენატორმა ავსტრალიურ ტელეარხთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი და რუსეთი ყველზე სერიოზული გამოწვეევა, რაც კი ამერიკას გააჩნია. „მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელმაც გახლიჩა სუვერენული სახელმწიფო -  უკრაინა, რომელიც ზეწოლას ახდენს ბალტიის ქვეყნებზე და საერთოდ რუსეთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რაც ჩვენ გაგვაჩნია“, -აღნიშნა მაკკეინმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე