უკრაინაში „იანდექსის“ ოფისებში სახელმწიფო ღალატის საქმის ფარგლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:54 | 29.05.2017
ნანახია: 1333

უკრაინის უშიშროების სამსახური „იანდექს.უკრაინის“ კიევისა და ოდესის ოფისებში ჩხრეკას ატარებს. სამსახურის პრეს-მდივნის ელენა გიტლიანსკაიას განცხადებით ჩხრეკა სახელმწიფო ღალატის საქმის ფარგლებში მიდმინარეობს.

კომპანიის ოფისებში იმყოფებიან მათი ადვოკატებიც.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განკარგულებით, ქვეყანაში სოციალურ ქსელებთან „კონტაქტში“ „ოდნოკლასნიკი“ და „იანდექსისა“ და Mail.ru-ს რესურსებთან წვდომა აიკრძალა. ბრძანება ძალაში 17 მაისს შევიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე