შრი-ლანკაში წყალდიდობას 151 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:26 | 29.05.2017
ნანახია: 1222

წყალდიდობასა და მეწყერს 151 ადამიანი ემსხვერპლა შრი-ლანკაში. კიდევ 111 უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. ნახევარი მილიონი მცხოვრები კი ევაკუირებულია.

შრი-ლანკაში ბოლო 14 წლის განმავლობაში ძლიერი წვიმები გრძელდება. მეტეოროლოგების განცხადებით, ნალექი უახლოესი დღეების განმავლობაში არ შეწყდება.

მაშველებთან ერთად მუშაობენ სამხედროებიც, მათ დაზარალებულთა დასახმარებლად კატერები და ვერტმფრენები გამოყვეს.

შრი-ლანკამ სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად გაეროსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს მიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე