ალაბამას შტატში სროლისას 12 ადამიანი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 29.05.2017
ნანახია: 1259

12 ადამიანი დაიჭრა ალაბამას შტატის ქალაქ ფენიქს სიტიში წვეულებაზე მომხდარი სროლისას.

ქალაქის პოლიციის ცნობით, ინციდენტი გუშინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაჭრილი მამაკაცი დახვდათ, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის 11-მა დაშავებულმა მიმართა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე