საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:05 | 28.05.2017 ნანახია: 1312
ბტარისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა.
მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში გააქტიურებულ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრებმა პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობასა და სრული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში მიიწვია. რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთი-საქართველოს დინამიკური პოლიტიკური ურთიერთობის კვალდაკვალ, დროა ახალ ეტაპზე გადავიდეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობა.
ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, რომლის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ამ დღეებში ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე მსჯელობენ.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















