ხელვაჩაურში ახალშობილი შველი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:56 | 28.05.2017
ნანახია: 1272

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენში ახალშობილი შველი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ცხელ ხაზზე დარეკა მოქალაქემ, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას ახალშობილი შველი დაინახა. 

„შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 4-5 დღის შველი ნახეს. შველს არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალშობილი შველი, ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს“, - აღნიშნულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე