„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ - 26 მაისს ღონისძიებები ამ ლოზუნგით გაიმართება
საქართველო, თბილისი - 16:22 | 25.05.2017 ნანახია: 1972
26 მაისს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დამატებითი თემატური დატვირთვა მიეცემა - "ვეფხისტყაოსანი". ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში გაიმართება ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე ტრადიციულად გაიმართება ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია; რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით–გასართობი კუთხეები, მუსიკალურ–თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები; გამოიფინება „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემების ცნობილი კოლექცია, ვარდების მოედანზე გაიმართება გალა კონცერტი; საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია კონცერტები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დღის გასართობი ღონისძიებები.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი - 80-მდე მეწარმე და 30-მდე ქართული და საერთაშორისო კომპანია.
დეტალური განრიგი:
თავისუფლების მოედანი
12:00 - ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია; სამხედრო ტექნიკის გამოფენა
რუსთაველის გამზირი
(თბილისის მერია)
- საბავშვო კონცერტები - 11:00 - 11:40; 12:30 - 13:10; 13:30 – 14:10; 14:30 – 15:30
- ვიქტორინა (თემა ვეფხისტყაოსანი) - 13:10 – 13:30; 14:10 – 14:30; 15:30 – 15:50; 17:40 – 18:00
- ელექტრონული მუსიკა - 15:50 – 17:40 და 18:00 – 00:00
- მხატვრების მიერ ფერწერული ტილოების შექმნა 12:00 – 16:00
- 17:00 - სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი და ვეფხისტყაოსნის თემატიკით აქსესუარების გაყიდვა
- 11:00-დან 21:00 საათამდე - საბავშვო არქეოლოგიური გათხრები
- 11:00-დან 21:00 საათამდე - ინსტალაცია „ვეფხისტყაოსნის“ უცხოური გამოცემები და „ანბანი“
- 11:00-დან 21:00 საათამდე - „ვეფხისტყაოსნის" გმირების ვირტუალური გაცოცხლება, პანტომიმის თეატრის და მოძრაობის თეატრის წარმოდგენები
- სუხიშვილების ანსამბლის ბავშვების ფლეშმობი
11:00-დან 21:00 საათამდე:
(ეკონომიკის სამინისტრო)
- ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, გაიმართება გამოფენა/გაყიდვა
- 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
(გარემოს დაცვის სამინისტრო)
- ქვიშაზე ხატვა - ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება
- ,,ქაჯეთის ციხის’’ კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე
- დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით
- მიჯნურთა, რაინდობის და მეგობრობის ხეივანი
- იშვიათი სახეობების მცენარეებით ვეფხისტყაოსნის თემატიკის წარმოდგენა
(განათლების სამინისტრო)
- მონაწილეობა ეტრატის დაძველების პროცესში
- „თავისუფალი გაკვეთილები“ ბავშვებისთვის - ზღაპრული სივრცე
- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მულაჟების გამოფენა
(სოფლის მეურნეობის სამინისტრო)
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა
(კულტურის სამინისტრო)
- 3 არტ კაფე
(სპორტის სამინისტრო)
- სპორტული ღონისძიებები
(საგარეო საქმეთა სამინისტრო)
- ეროვნულ მუზეუმში გამოფენა - 51 ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“
ვარდების მოედანი
21:00 - გალა კონცერტი (თბილისის მერია)
კონკრეტული ლოკაციები:
რომელ ლოკაციებზეა შესაძლებელი მინისტრების ჩაწერა (დროის შესათანხმებლად მედიას დაუკავშირდებიან უწყებების პრესსამსახურები):
თბილისი, რუსთაველის გამზირი:
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო - თავისუფლების მოედნიდან 25 მეტრის დაშორებით - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 11:00სთ.)
- სპორტის სამინისტრო - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
- ტექნოპარკი - ეროვნული მუზეუმის წინ (სპიკერები - სტარტაპერები)
- გარემოს დაცვის სამინისტრო - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 13:30 სთ.)
- მერია - ქაშუეთის წინ
- სოლიდარობის ფონდისთვის მხატვრების ნამუშევრები - ცისფერი გალერეა
- განათლების სამინისტრო - პირველი სკოლის ტერიტორია
- სპორტის სამინსიტრო, რაგბი - სასტუმრო მერიოტთან - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო 14:00 სთ.)
- კულტურის სამინისტრო - თეატრალურ ინტიტუტამდე - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 10:00სთ.)
- ეკონომიკის სამინისტრო, სტარტაპი - სასტუმრო ბილტმორიდან ვარდების მოედნამდე (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 10:30სთ.)
რეგიონები:
o სამხედრო ტექნიკის გამოფენა
o დასკვნითი კონცერტი
o ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საბავშვო, გასართობი, სპორტული ღონისძიებები
მცხეთა:
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 14:00სთ.)
- შერიგების სამინისტრო - ეთნიკური უმცირესობების ჩართულობით კონცერტი, საბავშვო ღონისძიებები, გამოფენები - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 15:00 -17:00სთ.)
ფოთი:
- განათლების სამინისტრო - პროფესიული სასწავლებლების კუთხე (ბარმენების შოუ, კულინარიის შოუ და ა.შ.); თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბენდების კონცერტი
გორი:
- ევროინტეგრაციის სამინისტრო - უვიზო მიმოსვლის სიმულაციური სივრცე, წესების გაცნობა; საბავშვო გასართობი სივრცე - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 13:00სთ.)
ქუთაისი:
- ენერგეტიკის სამინისტრო - ელექტრონული მუსიკის სივრცე - 14:00 – 00:00 - თეთრ ხიდთან (ZaPa, Sumo, Zurkin, Machaidze, ერეკლე დეისაძე)
ზუგდიდი:
- ჯანდაცვის სამინისტრო - საინფორმაციო, სანახაობრივი ღონისძიებები - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო 11:00 სთ-დან.)
- გარემოს დაცვის სამინისტრო - „იზრუნე გარემოზე“, საბავშვო გასართობი სივრცე - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო 11:00-15:00 სთ.)
თელავი:
- შ.ს.ს. - პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო 14:00 სთ.)
ახალციხე:
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - მე-12 საუკუნის გაცოცხლება რაბათის ციხეში, საბავშვო გასართობი სივრცეები - ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დასწრების სავარაუდო დრო 13:00-16:00 სთ.)
ოზურგეთი:
- იუსტიციის სამინისტრო - საინფორმაციო, შემეცნებითი, საბავშვო-გასართობი პროგრამა
ამბროლაური:
- ინფრასტრუქტურის სამინისტრო - შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, საბავშვო სივრცე - (დაესწრება მინისტრის მოადგილე)
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















