მოსკოვში „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი მებრძოლი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:43 | 25.05.2017
ნანახია: 1317

მოსკოვში „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი მებრძოლი დააკავეს. რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ისინი სატრანსპორტო ობიქტებში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულებს შორის არიან რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეები.

ისინი აფეთქებებს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით გეგმავდნენ. რუსეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, მებრძოლების მოქმედებებს სირიის ტერიტორიიდან ხელმძღვანელობდნენ.

სხვა დეტალები ამ დროისათვის არ ვრცელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე