ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გემის კატასტროფის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:20 | 25.05.2017
ნანახია: 1306

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გემის კატასტროფის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ იტალიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მიგრანტების ჩრდილოეთ აფრიკიდან იყვნენ. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

ინციდენტი ლიბიის სანაპიროებიდან 30 მილის დაშორებით მოხდა.

ბორტზე 500 მიგრანტი იმყოფებოდა.

სამაშველო სამუშაოების შედეგად მათი უმეტესობის გადარჩენა მოხერხდა. თუმცა არ არის გამორიცხული რომ ზოგიერთი მათგანი უგზო-უკვლოდ იყოს დაკარგული.  

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კატასტროფა ლიბიის სანაპირო დაცვის კატერმა გამოიწვია, რომელიც არასწორი მანევრის შედეგად ზედმეტად ახლოს მივიდა მიგრანტების გემთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე