ვენესუელაში საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 25.05.2017
ნანახია: 1254

ვენესუელას ქალაქ მარაკაიბოში საპროტესტო აქციების მსვლელობისას კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.

მანამდე პროკურატურა ინფორმაციას  55 გარდაცვლილის შესახებ ავრცელებდა. დაშავებულია კიდევ აქციის 1000 მონაწილე.

ასევე გენერალური პროკურორი სამართალდამცველ სტრუქტურებს დემონსტრაციების დროს გარდაცვლილი 20 წლის სტუდენტის მკვლელობაში ადანაშაულებს. საპროტესტო აქციები პრეზიდენტ მადუროს გადადგომის მოთხოვნით კარაკასსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში თითქმის 2 თვეა გრძელდება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე