აშშ-ის კონგრესმენობის კანდიდატს Guardian-ის ჟურნალისტის ცემაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 12:53 | 25.05.2017
ნანახია: 1270

აშშ-ის კონგრესმენობის კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან გრეგ ჯიანფორტეს გაზეთ Guardian-ის ჟურნალისტზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტი ბენ ჯეიკობი წერს. მისი თქმით, ჯიანფორტემ დაარტყა და სათვალე გაუტეხა.  

ჯიანფორტეს წარმომადგენლის თქმით, თავად ჟურნალისტმა გამოიწვია კონფლიქტი. თუმცა ტელეარხ Fox-ის ჟურნალისტის თქმით, რომელიც ინციდენტს შეესწრო, ჯეიკობს თავს პირველად კანდიდატი დაესხა.

გაზეთმა მოგვიანებით გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის როგორ უსვამს კითხვას ჟურნალისტი ჯიანფორტეს, მაგრამ ის პასუხის გაცემაზე უარს ამბობს, შემდგ კი ისმის ყვირილი და ხმაური.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე