ბრიტანეთის პოლიცია აშშ-ის ტერაქტის შესახებ ინფორმაციას აღარ გაუზიარებს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 25.05.2017
ნანახია: 1293

ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბრიტანეთის პოლიციამ აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მანჩესტერის ტერაქტის საქმზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა.

ბი-ბი-სის წყაროს ცნობით, ამის მიზეზი აშშ-ის პრესაში ინფორმაციის გაჟონვის ფაქტი გახდა, რაშიც ბრიტანეთი ამერიკელ სამართალდამცველებს ადანაშაულებს.

ფოტოები New York Times-ში გუშინ გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს ზურგჩანთის ნაფლეთები, სისხლით დასვრილი ბომბის ნამსხვრევები, ასევე მოწყობილობა, რომელიც დეტონატორს გავს.

ამის გარდა თვითმკვლელი ტერორისტის სალმან აბედის პირადი ინფორმაცია ამერიკულ პრესაში აფეთქებიდან 24 საათში გავრცელდა.

ბრიტანეთის პოლიცია მიიჩნევს, რომ პუბლიკაციებმა შესაძლოა გამოძიება დააზარალოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე