მანჩესტერის ტერაქტთან კავშირში მყოფი მეშვიდე ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:25 | 25.05.2017
ნანახია: 1457

ინგლისის ქალაქ ნანიტონში სპეცოპერაციისას მანჩესტერის ტერაქტთან კავშირისთვის მეშვიდე ეჭვმიტანილი დააკავეს.

მანამდე დაკავებული იყო მეექვსე ეჭვმიტანილი, რომელიც დღეს დილით მანჩესტერის პოლიციამ ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა.

გამომძიებელბის თქმით, ტერაქტი დანაშაულებრივმა ჯგუფმა განახორციელა. მანამდე ცნობილი გახდა თვითმკვლელის სალმან აბედის უფროსი ძმის ისმაილ აბედის დაკავების შესახებ, რომელიც მანჩესტერში დააკავეს. ლიბიაში კი დააპატიმრეს აბედის მამა და უმცროსი ძმა.

მანჩესტერ-არენაზე ტერაქტს 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე