აქციის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა გადაწვეს

საქართველო, თბილისი - 11:14 | 25.05.2017
ნანახია: 1357

ბრაზილიაში მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს და სხვა სამთავრობო შენობებიც დააზიანეს.  

ქალაქ ბრაზილიის ქუჩებში 35 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქში პოლიციის გაძლიერებული ძალები პატრულირებენ.

დემონსტრანტები პრეზიდენტ მიშელ ტემერის გადადგომას, ახალი არჩევნების  დანიშნვასა და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების გაუქმებას მოითხოვენ.

დემონსტრანტებს ადა პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად გუშინ ერთი ადამიანი დაშავდა, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილეც.

დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე