ბუკინგემის სასახლესთან დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 24.05.2017
ნანახია: 1445

ლონდონში ბუკინგემის სასახლესთან დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავას. პოლიციის განცხადებით ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.

გაზეთ Telegraph-ის ცნობით, მელის ქუჩაზე დაკავება ელისაბედ მეორის ავტომობილის გავლამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით მანჩესტერის ტეარქტის შემდეგ უსაფრთხოების დონე უმაღლეს - კრიტიკულ ნიშნულამდეა გაზრდილი.

ტერაქტი სტადიონზე ორშაბათს საღამოს ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დროს მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა, დაიღუპა 22 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. 64 მათგანი ჯერ კიდევ საავადმყოფოებში იმყოფებიან, 20 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპლთა შორის 12 ბავშვია. ამის გარდა კიდევ ცხრა ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე