ტერაქტის შემდეგ ბრიტანეთში სამი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:17 | 24.05.2017
ნანახია: 1285

მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ სამი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ქალაქში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ჯარისკაცებს მოუწოდა მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განლაგდნენ.

მანჩესტერში ტერაქტს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 64 დაშავდა, ხოლო 20-მდე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდაცვლილებს შორის არიან მოზარდებიც. ცხედრების იდენტიფიცირება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე