ანკარაში გიულენთან კავშირისთვის 139 საჯარო მოხელე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:54 | 24.05.2017
ნანახია: 1356

ანკარის პროკურატურამ ოპოზიციონერ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის 139 საჯარო მოხელე დააკავა.

თურქული მედიის ცნობით, დაკავებულები განათლების სამინისტროს, ანკარის მერიის, მისი მუნიციპალიტეტების რაიონების თანამშრომლები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები იყენებდნენ ByLock-ის პროგრამას, რომლითაც სარგებლობდნენ გიულენის ორგანიზაციის წევრები დაშიფრული შეტყობინებების გასაგზავნად.

2016 წლის 16 ივლისს თურქეთი ამბოხებულებთა ჯგუფმა სამხედრო გადატრიალება სცადა. ანკარასა და სტამბოლში განვითარებული მოვლენების შედეგად დაიღუპა 240 ადამიანი, 2 ათასი კი დაშავდა. ამბოხის შემდეგ ხელისუფლებამ 50 ათასამდე ადამიანი დააკავა, 140 ათასი კი სამსახურებიდან დაითხოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე