თურქეთმა ავსტრიასთან ნატოს თანამშრომლობის საკითხს ვეტო დაადო

საქართველო, თბილისი - 10:48 | 24.05.2017
ნანახია: 1203

 თურქეთის მიერ დადებული ვეტო, არამხოლოდ ავსტრიასთან, არამედ კიდევ 40-მდე სახელმწიფოსთან თანამშრომლობას ბლოკავს. 

ნატოს წარმომადგენლის თქმით, თურქეთის ვეტოს მიუხედავად თანამშრომლობა მაინც გაგრძელდება.

ავსტრია ნატოს წევრი არ არის, მაგრამ მჭიდროდ თანამშრომლობს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან. 400-ზე მეტი ავსტრიელი სამხედრო კოსოვოში იმყოფება.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გამოწვეულია ავსტრიის მცდელობის გამო ხელი შეუშალოს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას.

ავსტრიამ თურქული მხარის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო უწოდა.

თურქეთის მიერ დადებული ვეტოს საპასუხო ზომად ალიანსის წევრებმა არაწევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პროცედურის შეცვლა გადაწყვიტეს. ამიერიდან ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობა გაფორმდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე