შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი 23 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 24.05.2017
ნანახია: 1181

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის  ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 226 ინსპექტირება, მათ შორის,თბილისში ინსპექტირებულია 79 ბიზნესოპერატორი;  ზედამხედველობა განხორციელდა 8 ბიზნესოპერატორთან.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 64 ნიმუში.

დოკუმენტურად შემოწმდა 295 ობიექტი (112 ბიზნესოპერატორი თბილისში),  მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის  მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 63 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 23 ბიზნესოპერატორს.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე