ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:07 | 24.05.2017
ნანახია: 1200

 

ბრიტანეთის ხელისუფლებამ მანჩესტერის ტერაქტის შემდეგ ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურ „კრიტიკულ“ დონემდე გაზარდა.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კაბინეტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მანჩესტერში ტერაქტი ორშაბათს საღამოს, ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის მსვლელობისას სტადიონზე მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 22 ადამიანი, 120 კი დაშავდა, მათგან 59 ჯერ კიდევ საავადმყოფოებში რჩება.

დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. ცნობილია, რომ 12 ადამიანი 16 წელზე ნაკლები ასაკისაა. ამის გარდა რამდენიმე მოზარდი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე