მანჩესტერის ტერაქტთან კავშირში 23 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:13 | 23.05.2017
ნანახია: 1218

მანჩესტერის პოლიციამ დააკავა 23 წლის მამაკაცი, რომელიც ტერაქტთან კავშირშია ეჭვმიტანილი.  

მანამდე სამართალდამცველებმა ტერაქტის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, დაკავებები ჩორლტონისა და ეშტონის რაიონებში მოხდა.

გუშინ საღამოს მანჩესტერის სტადიონზე, სადაც ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი იმართებოდა, ტერაქტი მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 22, ხოლო დაშავებულია 59 ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე