ბრიუსელში ნატოს სამიტის დღეს უპილოტოების წინააღმდეგ არწივებს გამოიყენებენ

საქართველო, თბილისი - 14:56 | 23.05.2017
ნანახია: 1217

25 მაისს ბრიუსელში ნატოს სამიტის დღეს პოლიცია მცირე უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ ფრინველებს გამოიყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობელი ქვეყნის - ნიდერლანდების პოლიციამ ამისთვის სპეციალურად არწივები გაწვრთნა.

წესრიგის დასაცავად ბელგიური პოლიცია ასევე გაძლიერებული იქნება ლუქსემბურგელი სამართალდამცველებით.

ბრიუსელის მერის ივან მაიორის თქმით, ნატოს სამიტის დღეს უსაფრტთხოებას 4 ათასამდე პილიციელი უზრუნველყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე