დონალდ ტრამპი პალესტინაში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 23.05.2017
ნანახია: 1308

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პალესტინის  ქალაქ ბეთლემში ჩავიდა, სადაც პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს ხვდება. ეს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აბასთან უკვე მესამე შეხვედრაა.

შეხვედრა ბეთლემის რეზიდენციაში მიმდინარეობს. ტრამპი ბეთლემში მეუღლის, ქალიშვილისა და სიძის გარეშე ჩავიდა. სამივე მათგანი პრეზიდენტს ისრაელაში ვიზიტისას ახლდა.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, რის მიღწევაც მისმა  წინამორბედებმა მანამდე ვერ შეძლეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელი ტრამპის ვიზიტამდე პალესტინას დათანხმდა  ეკონომიკურ საკითხებში რამდენიმე დათმობაზე წასულიყო, რასაც მანამდე ამერიკის ლიდერიც ითხოვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე