ეგვიპტის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს

საქართველო, თბილისი - 11:26 | 23.05.2017
ნანახია: 1340

ეგვიპტის სასაზღვრო რაიონებიდან ისრაელის სამხრეთისკენ რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ ისრაელის არმია იტყობინება. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინციდენტი ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტს დაემთხვა.

„ისრაელის მიმართულებით სინაის ნახევარკუნძულის ტერიტორიიდან რაკეტა ისროლეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, არმია რაკეტის დაცემის ადგილს ეძებს“, -ნათქვამია არმიის განცხადებაში.

ეგვიპტიდან რაკეტა აპრილშიც ისროლეს, მაშინ ისრაელმა ორი კვირის განმავლობაში მეზობელ ქვეყანასთან სახმელეთო საზღვარი დაკეტა და სინაიზე ტერაქტების საფრთხის შესახებ განაცხადა.

ისრაელის საზღვართან ეგვიპტის ტერიტორიაზე მოქმედებს დაჯგუფება „სინაის ვილაიეთი“, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე