მანჩესტერის სტადიონზე თავი თვითმკვლელმა-ტერორისტმა აიფეთქა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 23.05.2017
ნანახია: 1232

მანჩესტერის პოლიციის განცხადებით სტადიონზე აფეთქება თვოთმკვლელმა-ტერორისტმა აიფეთქა

ორი აფეთქება მანჩესტერ-არენაზე მიმდინარე კონცერტზე გუშინ საღამოს მოხდა. სტადიონზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი იმართებოდა.

ბრიტანული პოლიცია ამჟამად 22  გარდაცვლილისა და 50 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ასევე, მანჩესტერში მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

უცხოური მედიის ცნობით, ინციდენტის გამო ხალხი პანიკურად ტოვებდა არენას, რომელიც 21000 მაყურებელს იტევს.

"ყველა ყვიროდა და გარბოდა, ძირს ხალხის ტანსაცმელი და ტელეფონები ეყარა, ისინი ყველაფერს იშორებდნენ",- აცხადებს 22 წლის რობერტ ტემპკინი "BBC"-სთან კომენტარში.

ბრიტანულ პოლიცია საგანგებო რეჟიმზეა გადასული. დახურულია ქალაქის რკინიგზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე