20-ზე მეტი დაღუპული და 50 დაშავებული - ტერაქტი მანჩესტერში

საქართველო, თბილისი - 10:12 | 23.05.2017
ნანახია: 1320

ორი აფეთქება მოხდა მანჩესტერ-არენაზე მიმდინარე კონცერტზე. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, მოედანზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი იმართებოდა.

ბრიტანული პოლიცია ამჟამად 20-ზე მეტი  გარდაცვლილისა და 50 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ასევე, მანჩესტერში მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

მანჩესტერ-არენაზე ორი ძლიერი აფეთქება გუშინ გვიან საღამოს  მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, ინციდენტის გამო ხალხი პანიკურად ტოვებდა არენას, რომელიც 21000 მაყურებელს იტევს.

"ყველა ყვიროდა და გარბოდა, ძირს ხალხის ტანსაცმელი და ტელეფონები ეყარა, ისინი ყველაფერს იშორებდნენ",- აცხადებს 22 წლის რობერტ ტემპკინი "BBC"-სთან კომენტარში.

ბრიტანულ პოლიცია საგანგებო რეჟიმზეა გადასული. დახურულია ქალაქის რკინიგზა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე