იაპონიაში 50-მდე ადამიანმა მზის დარტყმა მიიღო

საქართველო, თბილისი - 17:27 | 22.05.2017
ნანახია: 1205

ისიკავას პრეფექტურაში სასკოლო სპორტულ ღონისძიებაზე ათობით ადამიანმა მზის დარტყმა მიიღო.

საავადმყოფოში მზის დარტყმის დიაგნოზით 50-მდე პაციენტი მიიყვანეს. მათგან 20 მოსწავლეა.

ისიკავას და კანტოს პრეფესტურებში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე მერყეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე