გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში საბავშვო ბაღი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 22.05.2017
ნანახია: 1261

სკოლამდელი ასაკის 80-მდე ბავშვი სწავლა-განათლების მიღებას ახალ საბავშვო ბაღში შეძლებს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, მეურნეობის დასახლებაში, საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნა პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს გორის მუნიციპალიტეტისგამგებელმა დავით ონიაშვილმა მიულოცა.

ვარიანის მეურნეობის დასახლებაში უფუნქციოდ დარჩენილი ძველი ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 55 055 ლარიშეადგინა. ჩატარდა შენობის სრული რეაბილიტაცია: შეიცვალა სახურავი, განხორციელდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, მოეწყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა. საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში განხორციელდა ინოვაციური პროექტი, რაც ელ. ენერგიაზე მომუშავე გათბობის Heat Life -ის სისტემის მონტაჟს გულისხმობს. გათბობის პროექტის ღირებულება 34 650 ლარია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე