ისრაელში დონალდ ტრამპის ვიზიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:16 | 22.05.2017
ნანახია: 1269

საუდის არაბეთში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ დონალდ ტრამპი ისრეალში ჩავიდა. 

აეროპორტში ტრამპს ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ, ქნესეთის სპიკერი იული ედელშტეინი და უმაღლესი რაბინები დახვდნენ.

 შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიზანი ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობაა. 

ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებას პალესტინის ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასთან გამართავს.  ოფიციალური შეხვედრების გარდა, დონალდ ტრამპის წმინდა ადგილებსაც მოინახულებს. ახლო აღმოსავლეთის შემდეგ დონალდ ტრამპი ვატიკანს, ბრიუსელსა და სიცილიას ეწვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე